ქვეშეთი

სსიპ ფონდის ”ირმის ნახტომი” და iEARN-საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი ”iEARN-საქართველო 2008”. პროექტში 47 სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი მოიცავდა სკოლების მიერ iEARN-პროექტებში მონაწილეობას.

პროექტის ფინალისტი 10 მასწავლებლისა და 30 მოსწავლისთვის გაიმართა სასწავლო ბანაკი სოფელ ქვეშეთში. ბანაკი ჩატარდა 2008 წლის 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე.

iEARN-საქართველოს კოორდინატორებმა პაატა პაპავამ და პავლე თვალიაშვილმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარეს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენების საკითხებში.

ბანაკში მოწვეული იყო და სოციალურ სერვისებზე -WEB 2.0 ტრენინგები ჩაატარა iEARN-უკრაინის კოორდინატორმა ნინა დემენტიევსკამ.

5 ჯგუფად გაყოფილმა ბანაკის მონაწილეებმა ”მე ვიკვლევ” მეთოდიკით ჩაატარეს კვლევითი სამუშაოები სოფელ ქვეშეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ბლოგში მოცემულია მოსწავლეების კვლევის მიმდინარეობისა და შექმნილი ნამუშევრების ამსახველი მასალები:



  • ქვეშეთის ტოპონიმიკა

  • ქვეშეთის ისტორიული ძეგლები

  • ქვეშეთის ისტორია

  • ქვეშეთის ინფრასტრუქტურა

  • ქვეშეთზე გამავალი სამხედრო გზის მნიშვნელობა


*************************************
პროექტი ტექნიკით და დაფინანსებით უზრუნველყო სსიპ ფონდმა ”ირმის ნახტომი”.
პროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

პროგრამა iEARN-საქართველო ხორციელდება ასოციაციების ”სკოლა-ოჯახი-საზოგადოება” და სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია მიერ.